loader

როგორია გორში ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია გორში ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ი. ციციშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მეგი გეორბელიძის განცხადებით, გორში ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს აქვს მარჯვენა ორი ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თუმცა, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

ექიმის თქმით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპზე შენარჩუნებულია, მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

ავტორი: ლელა მდივანი

ასევე იხილეთ: "შემოსვლისას იყო უგონო" - 10 წლის ბავშვი, რომელსაც გორში მიკროავტობუსი დაეჯახა, თბილისში გადმოიყვანეს