loader

მძიმე კადრები ჩაქვიდან, სადაც ავარიას მოსწავლეების სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ჩაქვიდან, სადაც ავარიას მოსწავლეების სიცოცხლე ემსხვერპლა

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტომობილი ხევში გადავარდა. დაღუპულია მანქანაში მსხდომი ყველა ადამიანი. ისინი 17 წლის ახალგაზრდები არიან.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოყვანილია და მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

მტირალას პარკთან მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე იხილეთ: "გადმოვარდა ხევიდანო" - რას ჰყვება თვითმხილველი ჩაქვში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა