loader

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო - პირდაპირი კადრები ულამაზესი სანახაობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო - პირდაპირი კადრები ულამაზესი სანახაობიდან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა კი საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.

წარმოდგენის რეჟისორია ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები არიან ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.