loader

პირველი კადრები მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ავარიის ადგილიდან - 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა, დაღუპულია 2 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ავარიის ადგილიდან - 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა, დაღუპულია 2 ადამიანი

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.

„დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ“, - განუცხადეს სააგენტოს.

მათივე ცნობით, მძღოლი და 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე , სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.