loader

რას ამბობს სუს-ის წარმომადგენელი, მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა - კადრები პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ახლა ტყვეობიდან დახსნილი ექიმი იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სუს-ის წარმომადგენელი, მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა - კადრები პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ახლა ტყვეობიდან დახსნილი ექიმი იმყოფება

„ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალების გაზიარებას შევძლებთ“,- აღნიშნა ანთაძემ.
მისივე თქმით, გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
„ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - განაცხადა ანთაძემ.
მან ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უწყებები, რომელთა კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.