loader

ჩამსხვრეული ფანჯრები, დამწვარი საახალწლო ინვენტარი - ვაკეში საახალწლო სათამაშოების მაღაზია "ამბიენსი" დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩამსხვრეული ფანჯრები, დამწვარი საახალწლო ინვენტარი - ვაკეში საახალწლო სათამაშოების მაღაზია "ამბიენსი" დაიწვა

ვაკეში საახალწლო სათამაშოების მაღაზია "ამბიენსი" დაიწვა. დაზიანებულია მაღაზიის ფანჯრები და შესასვლელი კარი. ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღაზიის მეპატრონეები მედიასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, უცნობია ხანძრის გამომწვევი შესაძლო მიზეზები, ისევე, როგორც, რა ოდენობის ზარალი მიადგა მაღაზიას. იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიაში ექსკლუზიური და საკოლექციო ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო აქსესუარები იყიდება, სავარაუდოდ, ზარალი დიდია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი კუთვნილების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.