loader

შსს 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების კადრებს აქვეყნებს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.
პოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დააკავა.