loader

რა პირობებში უწევთ მუშაობა ავსტრალიელ მეხანძრეებს: ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში უწევთ მუშაობა ავსტრალიელ მეხანძრეებს: ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს

ავსტრალიაში ქარის გაძლიერებამ ხანძრის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე წარმოქმნა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ქარმა მიმართულება შეიცვალა და მისი სიჩქარე 128 კმ.სთ.-ს აღემატება. განსაკუთრებით რთული ვითარება შტატის ქალაქ ედენშია, სადაც ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხანძრის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით მეხანძრე, პოლიციელი და მოხალისე ცდილობს.

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი 20-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

ამ დროისათვის ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად, 4 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა და 1000-ზე მეტი სახლი განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.