loader

ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის დროს, ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა - პირდაპირი ეთერი ირანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის დროს, ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა - პირდაპირი ეთერი ირანიდან

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მოხდა.

"სამწუხაროდ, ჭყლეტის შედეგად, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მოკვდა და ზოგიერთი დაშავდა", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები.

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს. სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.