X
"წავუყენეთ საკმაოდ მძიმე ბრალდება" - "დამპალოს" სასაფლაოზე გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
21:36 / 09-01-2020
ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენიძე.

გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.


ასევე იხილეთ: "როცა მიხვდა, რომ ვერ უშველიდა, დარეკა 112-ში და სასწრაფომ მისი ბინიდან წაიყვანა" - ადვოკატი "დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების ახალ დეტალებზე
















ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ძალიან სასაცილო ისტორია - რა შეემთხვა გოგონას, რომელიც ნინო ქათამაძეს მიამსგავსეს
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო