loader

"წადი, არ გეტყვი! რატო დამდევ?!" - სასულიერო პირის ჟესტი ჟურნალისტის მიმართ და მისი პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადი, არ გეტყვი! რატო დამდევ?!" - სასულიერო პირის ჟესტი ჟურნალისტის მიმართ და მისი პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

ავტორი: ეკუნა ლემონჯავა

ასევე იხილეთ: "ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, რომ მიიღოს 100 ათასი დოლარი და 1 500 ლარი თვეში" - ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი

სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

"მისწერა, რომ დააკლავდა მის შვილს... და ბეისბოლის ჯოხით თავის გატეხვით დაემუქრა"- ხმაურიანი დეტალები სასულიერო პირის სასამართლო პროცესიდან