loader

ირანის აღიარება: სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის აღიარება: სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა"

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი "ადამიანური გადაცდომაა" და მათ "ბოინგ 737""უნებლიედ" ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის "ირანის რევოლუციური გვარდიის" კუთვნილ "სენსიტიურ ტერიტორიას" მიუახლოვდა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ აგებს პასუხს.