loader

რა ხდებოდა ირანში, სადაც მომიტინგეები უზენაესი ლიდერის გადადგომას ითხოვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ირანში, სადაც მომიტინგეები უზენაესი ლიდერის გადადგომას ითხოვდნენ

ისინი გვატყუებენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, არადა, ჩვენი მტერი აქვეა. ძირს დიქტატორი, - სკანდირებენ ირანში შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.

ირანული საინფორმაციო სააგენტო ILNA-ს ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ირანში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რაც ხელისუფლების მტკიცებით, "ადამიანური გადაცდომით" იყო გამოწვეული. მომიტინგეები დამნაშავეების დასჯასა და უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ.