loader

ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება - სალომე ზურაბიშვილი გურიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება - სალომე ზურაბიშვილი გურიაში

თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.


ასევე იხილეთ: გურულმა "ნაციონალებმა" პრეზიდენტს ლობიო, მჭადი და პრასი მიართვეს - "მოითხოვა, 6 საათით ადრე ჩატარდეს "კალანდა"