loader

დაიწყო ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი... იყო ბავშვებთან დაკავშირებით მუქარაც - ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიწყო ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი... იყო ბავშვებთან დაკავშირებით მუქარაც - ოხანაშვილი ბაკურიანის ინციდენტზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მან და მისმა მეუღლემ ჩვენება მისცეს.

ის მომხდარის შესახებ დეტალებს ჟურნალისტებთან იხსენებს და აცხადებს, რომ იქ მყოფი ადამიანებიც დაადასტურებენ, რამდენად „ბინძურად იქცეოდა ეს ადამიანი".

ოხანაშვილი ამბობს, რომ პირი, რომელიც მას თავს დაესხა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ხელში გარკვეული საგნებიც ეჭირა და იყო რისკი, მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. თუმცა, ანრი ოხანაშვილი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მისივე თქმით, აგრესიის მიზეზი მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობაა, რაზეც როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული პირი იქვე მიუთითებდა.

ასევე იხილეთ: ვერ აიტანა, ქვეყნის მოღალატე რომ ვუწოდე - რას აცხადებს ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი