loader

BBC: ჩინეთში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უამრავ ადამიანს დააავადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC: ჩინეთში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უამრავ ადამიანს დააავადებს

ჩინეთში უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადება ვირუსით 45 დაინფიცირებულის შესახებ არასწორია და რეალურად დაავადებულთა რიცხვი 1 700-სს აღემატება. ვირუსს დღემდე ჩინეთში 2 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყნის სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწებას იწყებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მათი თქმით, ვირუსი ჩინეთის გარდა, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა.BBC: ჩინეთში უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს