loader

"შემოგილაწუნებ, რაა?! შეურაცხყოფას რატომ მაყენებ?" - კადრები, რომლებშიც ჩანს, რის გამო დააკავეს ნატა ფერაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოგილაწუნებ, რაა?! შეურაცხყოფას რატომ მაყენებ?" - კადრები, რომლებშიც ჩანს, რის გამო დააკავეს ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც  სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაკავებასთან დაკავშირებით ნატა ფერაძის "ფეისბუქის" გვერდზე მისი ახლობლები წერენ.

"დაახლოებით საათნახევრის წინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს. ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად, პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება. ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს, თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა," - ნათქვამია ნატა ფერაძის Fაცებოოკ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ ნატა ფერაძის დაკავებას ადასტურებენ.