loader

სისხლიანი ხელები და ნივთმტკიცებად ამოღებული ცული - სურამში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი ხელები და ნივთმტკიცებად ამოღებული ცული - სურამში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

სურამში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიებამ დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამასთან შსს-ს ცნობით მომხდარ შემთხვევამდე,უწყებაში ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.