loader

"ადამიანების სიცოცხლეს სწირავენ, რადგან კალაძემ იშოვოს ფული" - რა ვითარებაა "ანას ბაღთან", სადაც საპროტესტო აქციები გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანების სიცოცხლეს სწირავენ, რადგან კალაძემ იშოვოს ფული" - რა ვითარებაა "ანას ბაღთან", სადაც საპროტესტო აქციები გრძელდება

ადგილმონაცვლეობისა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შედგენას გეგმავენ, რომლითაც თბილისი საკრებულოს მიმართავენ.

ადგილობრივებმა მშენებლობის წინ კარავი გაშალეს, სადაც მათი თქმით პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი ეზოს გასხვისებას, რომელიც "ანას ბაღის" განუყოფელი ნაწილია. ადგილზე ჩავდგით კარავი და ვიწყებთ პეტიციების მოგროვებას, რომელსაც შევიტანთ თბილისის საკრებულოში. გვჭირდება 10 000 ხელმოწერა, რათა მათ სავალდებულო წესით განიხილონ ჩვენი პრობლემა და დაგვიბრუნონ ჩვენი ეზო”, - განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" საპროტესტო აქციებს მოსახლეობა რამდენიმე კვირაა მართავს.