loader

კონფლიქტი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი ორი დაპირისპირებული მხარე: რა ხდება ლიბიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონფლიქტი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი ორი დაპირისპირებული მხარე: რა ხდება ლიბიაში?

გუშინ ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, ლიბიაში ორი მოწინააღმდეგე მხარის ლიდერებთან ერთად, გერმანიის კანცლერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მონაწილეები ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესების თაობაზე შეთანხმდნენ. ასევე უარი თქვეს კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის ნებისმიერი სამხედრო დახმარების გაწევაზე, - განაცხადა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა.