loader

"დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე" - "ანას ბაღში" დაპირისპირებისას დაშავებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე" - "ანას ბაღში" დაპირისპირებისას დაშავებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს

„ანას ბაღში“ მომხდარი დაპირსპირების დეტალებზე მოაქლაქე მამუკა დარისპანაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ „გისსონის” წარმომადგენლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, დაცვის წევრებმა მას ხელი გადაუხრიგეს, რა დროსაც მუხლი ან ხელი ცხვირში მოხვდა და ძირს დავარდა. მიღებული დაზიანებების გამო დარისპანიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს . დარისპანაშვილი ამ დროისთვის კლნიკიდან გაწერილია. დაზარალებული მომხდარში მერიის ბრალეულობას ხედავს და ამბობს, რომ მშენებლობის შეჩერება მათ შეუძლიათ.

ცნობისთვის, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის „გისსონი“ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირსიპირება კარავმა გამოიწვია, რომელიც ადგილობრივებს ხელმოწერების შეგროვებისთვის ქონდათ დადგმული. თავად სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ კარვის გამო მათ ტრასნპორტი ტერიტორიაზე ვერ შეჰყავდათ.