loader

"მოწმემ დაადასტურა, რომ მან დაინახა, როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს" - რა ჩვენება მისცა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოწმემ დაადასტურა, რომ მან დაინახა, როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს" - რა ჩვენება მისცა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ?

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, გუგა ბარბაქაძის დღევანდელი ჩვენება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, მოწმის სტატუსით დაკითხულმა მსჯავრდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს.