loader

როგორ გადასცა იერუსალიმის პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადასცა იერუსალიმის პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი" გადაეცა. ჯილდო პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გადასცა. შეხვედრაზე მათ ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. პრეზიდენტი ასევე შეხვდა ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს, ისააკ ჰერცოგს და ქართულ და ებრაულ დიასპორებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა.