loader

"ინტერპრესნიუსი" 20 წლისაა! - რა ხდებოდა ქვეყნის ყველაზე სანდო საინფორმაციო სააგენტოს საზეიმო ღონისძიებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინტერპრესნიუსი" 20 წლისაა! - რა ხდებოდა ქვეყნის ყველაზე სანდო საინფორმაციო სააგენტოს საზეიმო ღონისძიებაზე

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" დაარსებიდან 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

საიუბილეო საღამო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელზეც „ინტერპრესნიუსმა“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

საიუბილეო საღამოზე „ინტერპრესნიუსის“ ხელმძღვანელობამ სააგენტოს 20-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე, გაცნობოდნენ ფოტომასალას სააგენტოს არქივიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და გადაღებულია ქვეყნის წამყვანი ფოტორეპორტიორების მიერ.