loader

კადრები საქალაქო სასამართლოდან, სადაც დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები საქალაქო სასამართლოდან, სადაც დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მურჯიკნელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი.
ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს.

ცნობისთვის, ზაზა მურჯიკნელს ბრალდება სსკ-ს სამი მუხლით აქვს წარდგენილი.