loader

საზარელი ავარია ქვიშხეთში - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია ქვიშხეთში - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

ასევე იხილეთ: "კარი გაუღია მძღოლს და ეგრევე ჩაიძირა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ქვიშხეთში მომხდარ საზარელ ავარიაზე

"გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს ასფიქსია" - ექიმი ქვიშხეთში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილებზე