loader

"კარი გაუღია მძღოლს და ეგრევე ჩაიძირა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ქვიშხეთში მომხდარ საზარელ ავარიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარი გაუღია მძღოლს და ეგრევე ჩაიძირა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ქვიშხეთში მომხდარ საზარელ ავარიაზე

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

ვიდეო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: "გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს ასფიქსია" - ექიმი ქვიშხეთში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილებზე

საზარელი ავარია ქვიშხეთში - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია