loader

"გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს ასფიქსია" - ექიმი ქვიშხეთში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს ასფიქსია" - ექიმი ქვიშხეთში საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილებზე

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ცნობისთვის, ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

ვიდეო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: "კარი გაუღია მძღოლს და ეგრევე ჩაიძირა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ქვიშხეთში მომხდარ საზარელ ავარიაზე

საზარელი ავარია ქვიშხეთში - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია