loader

ავიაკატასტროფას კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლნენ - დრამატული კადრები კატასტროფის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფას კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლნენ - დრამატული კადრები კატასტროფის ადგილიდან

ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილის - გაიანასა და ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

"ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი. არავინ გადარჩენილა", - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20-წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ს ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.


ასევე დაგაინტერესებთ: ლებრონ ჯეიმსის რეაქცია, როდესაც კობი ბრაიანტის დაღუპვის ამბავი გაიგო

როგორ უყურებდა კობი ბრაიანტი თავისი ქალიშვილის თამაშს - მამა-შვილი ავიაკატასტროფაში დაიღუპა