loader

საიდან ჩნდება კორონავირუსები და რატომ არის ასეთი საშიში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიდან ჩნდება კორონავირუსები და რატომ არის ასეთი საშიში?

ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 80-ზე მეტია. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის საზღვრებს გაცდა და რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. (ჩინეთი,ტაილანდი, ტაივანი, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, აშშ, საფრანგეთი,ავსტრალია, მალაიზია, ნეპალი,კანადა.)

ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ეს ტიპი ექიმებისვის კარგად ნაცნობია. ის ე.წ კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. მისი გავრცელება 2003 და 2012 წლებშიც მოხდა. პირველი ვირუსის სარსი-ს შემთხვევაში დაავადებულთა 9 პროცენტი, ხოლო 2012 წელს მერსი-ს შემთხვევაში, დაავადებულთა 35 პროცენტი გარდაიცვალა.