loader

კადრები სასამართლოდან, სადაც ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო; კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მანამდე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში "იაფი სახლის" პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. კომპანია გაუჩინარდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.