loader

ავარია ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - დაღუპულია 1 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - დაღუპულია 1 ადამიანი

ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.