loader

მძიმე ავარია გორთან - გარდაცვლილია 1 არასრულწლოვანი, 1 ახალგაზრდა კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია გორთან - გარდაცვლილია 1 არასრულწლოვანი, 1 ახალგაზრდა კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

გორის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად არასრულწლოვანია გარდაცვლილი, 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა კი სხეულის მძიმე დაზიანებებით თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ავარია გორიდან სოფელ ტინისხიდის გასასვლელში, ერთი მიმართულებით მოძრავი 2 ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვიდეო: DiaNews.ge