loader

ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა

ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას და ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად.

"მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ "სეზამის ქუჩის" პერსონაჟ Oscar The Grouch-ს და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს" – განაცხადა პიტ ოლსონმა.

კონგრესმენის თქმით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოთხოვნას ქვეყანაში კორუფციისა და რუსეთის გავლენის დასრულების შესახებ. კონგრესმენმა ისაუბრა ამერიკულ ნავთობკომპანია Frontera Resources-ზე.

პიტ ოლსონმა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საპროტესტო ტალღას.