მალხაზ მაჩალიკაშვილმა გონება დაკარგა - მძიმე კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან
საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის, პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესა და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.
დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.