loader

"ნუ გაგიჟდები, დამშვიდდი" - მამუკა მდინარაძისა და თინა ბოკუჩავას ცხარე დაპირისპირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ გაგიჟდები, დამშვიდდი" - მამუკა მდინარაძისა და თინა ბოკუჩავას ცხარე დაპირისპირება

საკანონმდებლო ორგანოში ხმაურია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მას მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა ჰქონდა და განმარტებას სთხოვდა, რის საფუძველზე არ უშვებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში. აღნიშნული შეხვედრისას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

როგორც მდინარაძემ ბოკუჩავას განუმარტა, მაჩალიკაშვილი პარლამენტში იმის გამო არ შეუშვეს, რომ პროვოკაციის საფრთხე თავიდან აეცილებინათ. მისივე თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.

"ნუ სპეკულირებ, გარდაცვლილ ადამიანს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ და ეს არის სამარცხვინო. შენ ხარ მიშას "ტიტუშკა". თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები", - მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას.

თინა ბოკუჩავამ კი, თავის მხრივ, მდინარაძეს "მატყუარა და სამარცხვინო" უწოდა.