loader

"დაპირისპირება მოხდა ანტიქრისტესა და მართლმადიდებელს შორის" - რა კომენტარებს აკეთებენ ნიკა გვარამია და პირი, რომელიც მას თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაპირისპირება მოხდა ანტიქრისტესა და მართლმადიდებელს შორის" - რა კომენტარებს აკეთებენ ნიკა გვარამია და პირი, რომელიც მას თავს დაესხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე გაუსწორდა ფიზიკურად, რის შედეგადაც გვარამიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.


ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან პირები, რომლებიც ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხნენ