დღეს დილით თბილისის აეროპორტიდან ინფექციურში 25 წლის ქალი გადაიყვანეს - რას ამბობენ სპეციალისტები
12:18 / 02-02-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს დილით ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38.1 დაუფიქსირდა.
ეზუგბაიას თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა, მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.