ლეპტოპი, კარტრიჯი, დანა-ჩანგალი - რა ნივთების ქურდობისთვის დააკავეს იტალიაში ქართველი ქალი და მამაკაცი
14:24 / 02-02-2020
მათი ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში აღმოაჩინეს სახლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ბინების გასაქურდ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ.
ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია საეჭვო წარმოშობის მრავალი ობიექტი, რომელთა მფლობელობის და წარმოშობის დამტკიცება საქართველოს ორმა მოქალაქემ ვერ მოახერხა, მათ შორის: Asus-ის ბრენდის ლეპტოპი, Sony PSP, "ტომ ტომ"-ის ნავიგატორი, სამზარეულოს დანა-ჩანგლების ნაკრები და 58 ცარიელი კარტრიჯი. ამასთან, ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყოები და გასაღებები, რომლებსაც ბინის გასატეხად იყენებდნენ.
„ლ.რ. - ს სასამართლოს ჩანიშვნამდე შიდა პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლ.ი. გაათავისუფლეს. კარაბინიერისა და სახელმწიფო პოლიციის გამომძიებლებმა ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილ სხვა ქურდობებზეც დაიწყეს მოკვლევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.