loader

როგორ აკავებენ მოსკოვში ქართველ მოკრივეს, რომელიც რუს პოლიციელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აკავებენ მოსკოვში ქართველ მოკრივეს, რომელიც რუს პოლიციელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

რუსეთში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დაკავების დეტალები, რომლის თანახმად, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას ცდილობდნენ.

ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.