loader

"ფეხმძიმედ იყოო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე, რასაც დედა, 4 ბავშვი და ახლობელი ქალი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხმძიმედ იყოო" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბაღდათში მომხდარ ხანძარზე, რასაც დედა, 4 ბავშვი და ახლობელი ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ასევე იხილეთ: საზარელი შემთხვევა ბაღდათში - ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია