loader

"გამოგვყარეს იქიდან და კარვები წაგვართვეს" - დაპირისპირება სტუდენტებსა და პოლიციას შორის პარლამენტთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოგვყარეს იქიდან და კარვები წაგვართვეს" - დაპირისპირება სტუდენტებსა და პოლიციას შორის პარლამენტთან

უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის მსურველი სტუდენტები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ კარვები ტერიტორიიდან გაიტანა.

სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: “არა რეგულაციას”.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათ ქართულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის სჭირდებათ.​