loader

პირველი კადრები გუდაურიდან - ზვავმა ავტომობილი მოიყოლა, დაღუპულია 1, ამოჰყავთ 2 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები გუდაურიდან - ზვავმა ავტომობილი მოიყოლა, დაღუპულია 1, ამოჰყავთ 2 ადამიანი

ავტომობილში, რომელიც ჩამოწოლილმა ზვავმა ხევში ჩაიტანა, 3 ადამიანი იმყოფებოდა , მათგან ერთი პირი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული და ერთი უვნებელია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სტეფანწმინდა-კობის გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანა ხევში ჩაიტანა, რომელშიც 3 მოქალაქე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილიდან ამოყვანილია ერთი ცხედარი, ერთი პირი უვნებლად, ერთი კი დაშვებულია.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად პირების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით კი, გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ვიდეო: რუსთავი 2