loader

პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია - რა უთხრა პატრიარქმა ამერიკის ახლადდანიშნულ ელჩს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია - რა უთხრა პატრიარქმა ამერიკის ახლადდანიშნულ ელჩს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

მათივე განმარტებით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.