loader

ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ "დემოკრატმა" ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ასლი დახია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ "დემოკრატმა" ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ასლი დახია

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი საქმეა, ამერიკა პირველ რიგში დავაყენოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, მისი გაპრეზიდენტების პერიოდში ქვეყანაში 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისივე თქმით, წინა ორი ადმინისტრაციის დროს აშშ-მა 60,000 ქარხანა დაკარგა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანას 12,000 ქარხანა დაემატა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, "დემოკრატმა" ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ასლი დახია.

მანამდე კი, სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიმართვა მის წინააღმდეგ მიმდინარე, პელოსის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცედურის ბოლო ეტაპს ემთხვევა.