loader

სიახლე კორონავირუსზე, რომელზეც ჩინელი ექიმები ეჭვობენ - ის შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე კორონავირუსზე, რომელზეც ჩინელი ექიმები ეჭვობენ - ის შეიძლება დედიდან ნაყოფზე გადავიდეს

ჩინეთის ქალაქ უხანის ბავშვთა ჰოსპიტალის ექიმების განცხადებით, დაინფიცირებული ორსული ქალიდან კორონავირუსი შეიძლება ნაყოფზე გადავიდეს.

ექიმების ინფორმაციითვე, დავირუსებულმა პაციენტმა 2 თებერვალს იმშობიარა, ახალშობილს კი 30 საათიანი შემოწმების შემდეგ ვირუსი დაუდგინდა.

მათივე ცნობით, ბავშვს სტაბილური სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, არ აღენიშნებოდა სიცხე, თუმცა სუნთქვის შეფერხება გამოუვლინდა. შეგახსენებთ, ვირუსული ეპიდემია სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 500-მდე ადამიანი, ის სწრაფად ვრცელდება და უკვე დააინფიცირა 25 000-მდე ადამიანი. ამ დრომდე ვირუსის სათანადოდ შესწავლა ვერ მოხერხდა.