loader

როგორ ცდილობს ხალხი ზვავიდან თავის გამოღწევას - შემთხვევა სამაშველო ოპერაციების დროს მოხდა, თოვლის ქვეშ ათობით ადამიანი მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობს ხალხი ზვავიდან თავის გამოღწევას - შემთხვევა სამაშველო ოპერაციების დროს მოხდა, თოვლის ქვეშ ათობით ადამიანი მოყვა

თურქეთის აღმოსავლეთით, ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. პირველად ზვავი გუშინ დილით ჩამოწვა, რომლის დროსაც ვანის პროვინციაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე შემთხვევა კი სამაშველო ოპერაციების დროს მოხდა, რის შედეგადაც თოვლის ქვეშ ათობით ადამიანი მოყვა.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეორე ზვავს 33 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმეს პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.