loader

კადრები თბილისის აეროპორტიდან, სადაც საქართველოს 3 მოქალაქე ჩინეთიდან ჩამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები თბილისის აეროპორტიდან, სადაც საქართველოს 3 მოქალაქე ჩინეთიდან ჩამოიყვანეს

ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში უკვე ჩამოვიდა. მოქალაქეების ტრანსპორტირება მათი თხოვნის საფუძველზე მოხდა. ლუკა ბუხრაშვილის, ნინო ვაშალომიძისა და ანი ტატიშვილის ტრანსპორტირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უზრუნველყო. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები, არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში.