loader

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია - პირველი კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია - პირველი კადრები ადგილიდან

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "პალიტრავიდეოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურ "წერეთელზე", ძველ საკაბელო მეურნეობაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ადგილზე ჯგუფის გასვლა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთლიან ხაზზე მოიხსნა ძაბვა და შესაბამისად, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა საბურთალოს ხაზზე.