loader

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ავარიის გამო რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ავარიის გამო რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათივე ინფორმაციით, ავარიისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი ტაქსი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.